Accessibility links

logo-print

2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურამ 52530 საჩივარ-განცხადება მიიღო


2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურამ 52530 საჩივარ-განცხადება მიიღო - ამის შესახებ დღეს განაცხადა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალი დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ საჩივრებიდან 697 შეეხება ქონების ჩამორთმევას, 3495 შემთხვევაში კი მოქალაქეები აღწერენ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს.

XS
SM
MD
LG