Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი პოლიციისაგან მოითხოვს, მოაცილოს რუსეთს „სირცხვილი და ტრაგედიები“


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამართალდამცავი ორგანოებისაგან მოითხოვს, მოაცილონ რუსეთს „სირცხვილი და ტრაგედიები“, როგორიც იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობა. „უაღრესად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს რეზონანსულ დანაშაულებს, მათ შორის პოლიტიკური სარჩულის მქონეთ. რუსეთს, ბოლოსდაბოლოს უნდა მოსცილდეს სირცხვილი და ტრაგედიები - ისეთი, როგორიც სულ ახლხან გადავიტანეთ და ვნახეთ. ვგულისხმობ ბორის ნემცოვის მკვლელობას, თავხედურ მკვლელობას პირდაპირ დედაქალაქის ცენტრში“, განაცხადა პუტინმა 4 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას. როგორც პუტინის ეს განცხადება მიანიშნებს, ის აღიარებს, რომ ნემცოვის მკვლელობით ზიანი მიადგა რუსეთის რეპუტაციას. ბორის ნემცოვი 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს.

XS
SM
MD
LG