Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსი: არსებობენ ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ არსებობენ ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები. მაგრამ ბორტნიკოვს არ უსაუბრია დეტალებზე და არ უთქვამს, ახლოს არიან თუ არა გამომძიებლები მკვლელობის გახსნასთან. 4 მარტს ჟურნალისტების შეკითხვას, არიან თუ არა ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები, ბორტნიკოვმა უპასუხა: ყოველთვის არიანო. ნემცოვი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში, კრემლის მახლობლად. ის 3 მარტს დაკრძალეს. პუტინმა მკვლელობას უწოდა „პროვოკაცია“ ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით და პირობა დადო, რომ დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

XS
SM
MD
LG