Accessibility links

ამერიკელი გენერლის აზრით, თიქრითისთვის ბრძოლაში ირანის როლი შესაძლოა "დადებითი" იყოს


ამერიკელი გენერლის, მარტინ დემპსის შეფასებით, ერაყში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქალაქ თიქრითისთვის ბრძოლაში ირანის მონაწილეობა შესაძლოა, „დადებითი“ იყოს, თუ არ გააღვივებს შუღლს რელიგიურ ჯგუფებს შორის. გენერალმა დემპსიმ, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსია, აღნიშნა, რომ ირანი და მისი მოკავშირეები 2004 წლიდან მოქმედებენ ერაყში, მაგრამ თიქრითისთვის ბრძოლა მიუთითებს მათი ჩართულობის ახალ ეტაპზე. გენერალმა დემპსიმ 3 მარტს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ იმ ძალების ორ მესამედს, რომლებიც ერაყის ქალაქ თიქრითის აღებას ცდილობენ, ირანიდან მართული შიიტი შეიარაღებული პირები შეადგენენ. თიქრითში, რომელიც ერაყის ყოფილ დიქტატორ სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქია, უმეტესწილად სუნიტები ცხოვრობენ.

XS
SM
MD
LG