Accessibility links

logo-print

უკრაინაში, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი შეიწირა მაღაროში მომხდარმა აფეთქებამ


უკრაინაში, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი დაიღუპა სეპარტისტების მიერ გაკონტროლებულ ქალაქ დონეცკში, მაღაროში აფეთქების შედეგად. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ გროისმანმა აღნიშნა, რომ ადასტურებს ზასიადკოს მაღაროში აფეთქების შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანის დაღუპვას. ეს არის შეცვლილი ინფორმაცია მას შემდეგ, რაც გროისმანმა პარლამენტარებს აუწყა 32 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC კი ავრცელებს დონეცკელი სეპარატისტებისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომ დაიღუპა 33 ადამიანი და მაღაროში მეთანის გაზის აფეთქების შემდეგ არის ჩარჩენილი 30-მდე კაცი. აღმოსავლეთ უკრაინაში შარშანდელი აპრილიდან გრძელდება მთავრობის ჯარებსა და მოსკოვის მომხრე სეპარატისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება, რომელმაც ამასობაში 6000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG