Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ტერორიზმში ეჭვმიტანით დააკავეს ექვსი ადამიანი


აზერბაიჯანში ექვსი ადამიანი დააკავეს ტერაქტების მზადებაში ეჭვმიტანის საფუძველზე. აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს ცნობით, ექვსი მამაკაცი დააკავეს ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობაში. ისინი ეჭვმიტანილი არიან ტერორისტული ჯგუფის ორგანიზებაში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად. სამინისტროს ცნობით, ეჭვმიტანილებმა საკუთარი თავი გამოაცხადეს შესაქმნელი სახელმწიფოს ამირებად და გეგმავდნენ ტერაქტების სერიას.

XS
SM
MD
LG