Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი: აღმოსავლელ პარტნიორობთან ურთიერთობა არ არის კონფრონტაციული


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, გაუმართლებელია კონფრონტაციულად იქნეს აღქმული ევროკავშირის თანამშრომლობა აღმოსავლელ პარტნიორებთან. „რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებთან და რუსეთთან მიმართებით, ნება მიბოძეთ ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ არ არსებობს ევროპის პოლიტიკა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ვინმესთან კონფრონტაციას. თავისთავად ის იდეა, რომელსაც ევროპის კავშირი ეფუძნება, გულისხმობს თანამშრომლობას - შიგნითაც და გარეთაც, ჩვენი საზღვრებიდან. ეს ეხება სამხრეთსაც და აღმოსავლეთსაც“, - განაცხადა მოგერინიმ ბრიუსელში, სადაც იმართება კონსულტაციები ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალზე. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომელიც 3 მარტს გაგაცანით, ევროკავშირის კომისია განიხილავს დოკუმენტის პროექტს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შეწყვეტისა და რუსეთთან კავშირების გაღრმავების შესახებ. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროექტია აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG