Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას მან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ რჩება პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები. კერის თქმით, ის 15 მარტს განაახლებს ზარიფთან მოლაპარაკებას. კერიმ და ზარიფმა დღეს დაასრულეს სამდღიანი მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ზარიფის განცხადებით, შვეიცარიის კურორტ მონტროში შეხვედრისას პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. 7 მარტს ჯონ კერი შეხვდება ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ კოლეგებს. შეერთებული შტატები და კიდევ ხუთი ქვეყანა ცდილობენ ირანთან შეთანხმებას, რომელიც სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ შეზღუდავდა ირანის ბირთვულ პროგრამას. დასავლეთში შიშობენ, რომ ეს პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება.

XS
SM
MD
LG