Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი - "დემოკრატიული, უსაფრთხო უკრაინა ბოლო ქვეყანაა, რომელიც რევანშისტულ რუსეთსა და ამერიკას შორის დგას"


4 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა თემაზე - „რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ ევროპაში: საიტ მიდის პუტინი უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის შემდეგ?“. სხდომის ერთ-ერთი მონაწილე იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელობს. სააკაშვილმა განაცხადა: “მხოლოდ უკრაინელების წვრთნისა და აღჭურვისთვის აშშ-ის მთავრობის სწრაფ და მყისიერ მოქმედებას შეუძლია შეაჩეროს პუტინის სტრატეგია, რომელიც ტრანსატლანტიკური არქიტექტურის დანგრევასა და ცივი ომის შემდგომი წესრიგის დანგრევას ისახავს მიზნად“. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედების მნიშვნელობას: „ეს ომი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ადგილზე მიმდინარე ომი. ეს არის პროპაგანდისტული ომი და ის შეეხება ადამიანების გონების კონტროლს. ჩვენ ჯერ კიდევ დასაწყები გვაქვს დაპირისპირება ამ პროპაგანდასთან იმისათვის, რომ დავეხმაროთ რუსეთის ხალხს - შეხედონ თავიან ქვეყანას, თავიანთ რეგიონს და შევაჩეროთ რუსეთის აგრესია, რუსული ნარატივის შემოჭრა ჩვენს პოლიტიკასა და მედიაში“. სააკაშვილმა აგრეთვე განაცხადა: "კომუნიზმის გავრცელება მხოლოდ ნატოს არ შეუჩერებია. კომუნიზმი შეაჩერა ძლიერი იდეალების ნაკრებმა, რომლის უკანაც არმია იდგა. ამერიკა, რომელიც ბევრი ამ იდეალის სამშობლოა, ყოველთვის მოშორებული იყო ფრონტისაგან და ამიტომ უკეთ შეეძლო წინ აღდგომოდა კომპრომისს. დღესაც ასე უნდა იყოს. დემოკრატიული, უსაფრთხო უკრაინა ბოლო ქვეყანაა, რომელიც რევანშისტულ რუსეთსა და ამერიკას, მთელ თავისუფალ სამყაროს შორის დგას".

XS
SM
MD
LG