Accessibility links

ჯონ კერი საუდის არაბეთშია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საუდის არაბეთშია და 5 მარტს შეხვდება სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებს. დღის წესრიგშია ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებების სტატუსი. 4 მარტს ჯონ კერი რიადში ჩავიდა შვეიცარიიდან, სადაც სამი დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს მართავდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფთან. მოლაპარაკებების მიზანია აიძულონ ირანი შეზღუდოს ურანის გამდიდრების პროგრამა მის მიმართ დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. 5 მარტს დაგეგმილია ჯონ კერის შეხვედრა საუდის არაბეთის ახალ მონარქთან. მეფე სალმანთან შეხვედრის შემდეგ ჯონ კერი შეხვდება სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. საბჭოში შედიან: საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კუვეიტი, ომანი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

XS
SM
MD
LG