Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში პუტინსა და მედვედევს შეხვდება


იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი მოსკოვშია და 5 მარტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს შეხვდება. კრემლის ინფორმაციით, პუტინთან მოლაპარაკებების დღის წესრიგშია კონფლიქტი უკრაინაში და მინსკის 12 თებერვლის შეთანხმების შესრულების საკითხი, აგრეთვე ვითარება სირიასა და ლიბიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებისგან მომდინარე საფრთხე. მედვედევთან შეხვედრის დღის წესრიგშია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ორმხრივი სამრეწველო და მაღალტექნოლოგიური პროექტები და კულტურული ურთიერთობები. იტალიასა და რუსეთს შორის ვაჭრობაზე, ისევე, როგორც ერთობლივ პროექტებზე, ზეგავლენა მოახდინა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა.

XS
SM
MD
LG