Accessibility links

logo-print

უკრაინაში გლოვის დღეა


5 მარტს უკრაინაში გლოვის დღეა დონეცკის ოლქში, ზასიადკოს სახელობის მაღაროში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. რეგიონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. დონეცკის ოლქის პროკურატურის განცხადებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის“ მუხლით. ოთხშაბათს დილით ზასიადკოს სახელობის მაღაროში აფეთქება მოხდა. საწარმო სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის განცხადებით, დონცეკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ავარიულ მაღაროში არ შეუშვეს 60 უკრაინელი მაშველი. იაცენიუკმა რუსეთს მოუწოდა „მიცეს მითითება ავარიის ადგილზე უკრაინელი სპეციალისტების შეშვებაზე“. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ კიევიდან დახმარების შეთავაზება არ მიუღიათ.

XS
SM
MD
LG