Accessibility links

logo-print

უკრაინის აღმოსავლეთში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა


აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში წუხელ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი - დაიჭრა. ამის შეახებ უკრაინის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა ხუთშბათს ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა. ამავე წყაროს თანახმად განვილილი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიის პოზიციებს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების სამხედრო დანაყოფებმა 40-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. კერძოდ, ნაღმსატყორცნებიდან რამდენჯერმე დაიბომბა ქალაქ მარიუპოლთან მდებარე სოფელი შიროკინო. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წუხელ რამდენჯერმე დაარღვიეს შეთანხმება და მათ პოზიციებს 10 ჯერ გაუხსნეს საარტილერიო ცეცხლი დონეცკის აეროპორტისა და სოფელ სპარტაკის მახლობლად.

XS
SM
MD
LG