Accessibility links

logo-print

სეულში აშშ-ის ელჩი დაჭრეს


სამხრეთ კორეაში აშშ-ის ელჩის მარკ ლიპერტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამერიკელ დიპლომატს საუზმის დროს სეულში ბოსტნეულის საჭრელი დანა დაარტყეს. თავდამსხმელი აღმოჩნდა ტრადიციულ კორეულ სამოსში გამოწყობილი ნაციონალისტი, რომელიც დაკავების დროს ყვიროდა „ორი კორეა უნდა გაერთიანდეს“ და აპროტესტებდა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივ სწავლებები, რომელიც ორშაბათს დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად დაგმო ელჩზე მომხდარი თავდასხმა.

XS
SM
MD
LG