Accessibility links

logo-print

რუსეთი დიდ სამხედრო-საჰაერო მანევრებს ატარებს


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღებულობს მონაწილეობს დიდ სამხედრო-საჰაერო მანევრებში, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის რეგიონებში ტარდება. სამხედრო წყაროს ცნობით, სწავლებაში იყენებენ საჰაერო ძალების შეიარაღებაში არსებულ 500 სახეობის მძიმე ტექნიკასა და აღჭურვილობას, რაც საავიაციო და სარაკეტო თავდასხმების მოსაგერიებლადაა საჭირო. სწავლების ზონა სამხრეთ რუსეთს, ჩრდილოეთ კავკასიას, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულსა და ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მოიცავს.

XS
SM
MD
LG