Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააპატიმრეს


აზერბაიჯანში დააპატიმრეს ექვსი პირი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული აქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს მიერ 4 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილები, რომლებიც აზერბაიჯანში ისლამური შარიათის კანონებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის მიმდევრები არიან, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დააპატიმრეს. ოფიციალური ცნობის თანახმად, დაპატიმრებულები საკუთარ თავს მომავალი ისლამური სახელმწიფოს „ამირებად“, ანუ ლიდერებად მოიხსენიებდნენ. 9.5 მილიონიანი აზერბაიჯანის მოსახლეობის უმრავლესობას შიიტი მუსლიმები შეადგენენ.

XS
SM
MD
LG