Accessibility links

ავღანეთში მძევალთა განთავისუფლების ოპერაციაში ათობით ექსტრემისტი მოკლეს


ავღანეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, დაახლოებით 50 ექსტრემისტი, მათ შორის უმრავლესობა უცხოელი, დაიღუპა 4 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელიც მძევლად მყოფი სამოქალაქო პირების განთავისუფლებას ისახავდა მიზნად. გასულ თვეში ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა ორი ავტობუსის დაახლოებით 30 მგზავრი აიყვანეს მძევლად ავღანეთის სამხრეთ ზაბულის პროვინციაში, სადაც ხაზარების ეთნიკური უმრავლესობა გამუდმებით განიცდის დევნას პუშტუნი თალიბების მხრიდან. თავდასხმის მომენტში, ავტობუსები შემოვლითი მაგისტრალით ღამით ქაბულისაკენ მიემართებოდნენ. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 4 მარტს მძევლების განთავისუფლება ვერ მოხერხდა, რის გამოც სპეცოპერაცია 5 მარტს დილიდან კვლავ გაახლდა.

XS
SM
MD
LG