Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა ნაწილობრივ შეწყვიტა


რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი უკრაინელი მფრინავი ქალი ნადეჟდა სავჩენკო ქათმის ბულიონის მიღებას დათანხმდა. შიმშილობის ნაწილობრივ შეწყვეტა დაასასტურა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც აცხადებს, რომ "მას სჭირდება ძალები ბრძოლის გასაგრძელდბლად." ნადეჟდა სავჩენკო გასული წლის დეკემბრიდან იმყოფება რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში. სამხედრო მფრინავს ბრალად ედება ცეცხლის კორექტირება, რომლის დროსაც ორი რუსი ჟურნალისტი დაიღუპა. პროტესტის ნიშნად სავჩენკო თითქმის სამი თვე შიმშლობდა.

XS
SM
MD
LG