Accessibility links

logo-print

პუტინთან შეხვედრამდე მატეო რენცი ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას მივიდა


იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი რუსეთში ვიზიტისას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრამდე, ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას მივიდა და ის ყვავილებით შეამკო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში, კრელმთან ახლოს. ნემცოვის მკვლელობის ადგილის მონახულების შემდეგ, რენცი ცალ-ცალკე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს. პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე მატეო რენციმ განაცხადა, რომ სურს რუსეთის პრეზიდენტთან ისაუბროს ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობაზე „უკრაინის კრიზისის კონტექსტში“. 4 მარტს რენცი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.

XS
SM
MD
LG