Accessibility links

logo-print

ფინეთში საჭიროდ მიიჩნევენ ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვას


ფინეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ სტუბის აზრით, ფინეთმა, რომელსაც 1300-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს რუსეთთან, არ უნდა გამორიცხოს შესაძლებლობა, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში წამოჭრის ნატოში გაწევრიანების საკითხს. ფინეთი რუსეთის ერთ-ერთი მეზობელია, რომლის საჰაერო სივრცეშიც ბოლოხანს დაფიქსირდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების შეჭრა. ნატოში გაწევრიანების მოთხოვნის შესაძლებლობაზე სტუბმა ისაუბრა ჰელისნკიში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ფინეთში 19 აპრილს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. სტუბმა აღნიშნა აგრეთვე, რომ თუ ფინეთი, რომელიც ევროკავშირის წევრია, გადადგამს ნაბიჯებს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით, საამისოდ საჭირო იქნება მოსახლეობის მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG