Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავჩენკოს ადვოკატი ადასტურებს ცნობას შიმშილობის „ნაწილობრივ“ შეწყვეტაზე


რუსეთში დაკავებულმა უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა ნადია სავჩენკომ, მისი ადვოკატის განცხადებით, „ნაწილობრივ“ შეწყვიტა შიმშილობა, რომელიც 83 დღის წინ დაიწყო. ადვოკატმა მარკ ფეიგინმა სოციალურ ქსელ ტვიტერით გაავრცელა სავჩენკოს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ის იწყებს ბულიონის მიღებას, რათა „იცოცხლოს და იფრინოს“. სავჩენკო მადლობას უხდის მხარამჭერებს და წერს: მე ვიბრძოლებ, თქვენთან ერთად (...) იმისათვის, რომ ბრძოლა შეძლო, ძლიერი უნდა იყოო. ფეიგინმა სავჩენკო მოინახულა მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მას შემდეგ, რაც რუსეთის სასჯელაღსრულების უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრანელი პილოტი დათანხმდა ექიმების რეკომენდაციების შესრულებას. სავჩენკო აცხადებს, რომ ის შარშან ივნისში აღმოსავლეთ უკრაინაში მოიტაცეს რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა და უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთში, სადაც მას წაყენებული აქვს ორი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდება. აქამდე მოსკოვმა რამდენჯერმე უარყო დასავლეთის მოწოდებები, გაათავისუფლოს სავჩენკო, რომელმაც 13 დეკემბერს დაიწყო შიმშილობა.

XS
SM
MD
LG