Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ცნობით, მხარეები ახლოს არიან კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე შეთანხმებასთან


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იბრაჰიმ რაჰიმპურის აზრით, კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსი შესაძლოა საბოლოოდ მოგვარდეს კასპიის ზღვის მიმდებარე სახელმწიფოების შემდეგ სამიტზე. რაჰიმპურმა ეს მოსაზრება გამოთქვა 5 მარტს, კასპიის ზღვის სტატუსზე მომუშავე ჯგუფის სხდომის შემდეგ. მისი განცხადებით, მხარეებმა მიაღწიეს „სრულ თანხმობას“ კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის ექვსი მუხლის შესახებ. კასპიის ზღვის მიმდებარე ხუთი ქვეყანა (ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი) დაახლოებით, 20 წელია კამათობს კასპიის ზღვის სტატუსზე - ცდილობს შეთანხმდეს, ის ზღვაა, თუ ტბა. თუ მას ზღვად ჩათვლიან, ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ეკუთვნოდეს თავისი სექტორი, რომელსაც საკუთარი შეხედულებისამებრ განავითარებს და თავისთვის დაიტოვებს მოპოვებულ რესურსებს. ხოლო თუ კასპიის ზღვას ტბად ჩათვლიან - ხუთ ქვეყანას მოუწევს, თანაბრად გაინაწილოს პროექტებიდან მიღებული მოგება. ირანის გარდა არც ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ განცხადება სამართლებრივ სტატუსზე შეთანხმების შესაძლებლობაზე.

XS
SM
MD
LG