Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად შეაფასა რუსეთის სამხრეთ რეგიონებში დაწყებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მასშტაბურ წვრთნაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების მონაწილეობა. სამინისტროს განცხადებით, რუსეთი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ შეთანხმებას და საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და რუსეთისგან მოითხოვს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები. რუსეთის სამხრეთში ჰაერსაწინააღმდეგო ძალების წვრთნა 5 მარტს დაიწყო და 10 აპრილამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG