Accessibility links

აშშ-ის სენატმა გადადო ირანის გარშემო შესაძლებელი შეთანხმებების გამო კენჭისყრა


აშშ-ის სენატის რესპუბლიკელმა ლიდერმა გადადო კენჭისყრა კანონპროექტისა, რომელიც ირანთან მიღწეულ ყოველგვარ შეთანხმებას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ყველა შეთანხმება კონგრესს უნდა წარუდგინონ განსახილველად. მიჩ მაკკონელის წარმომადგენლმა თქვა ხუთ მარტს,რომ უმრავლესობის ლიდერი აღარ აპირებს კანონპროექტის გამო კენჭისყრა გამართოს მომავალ კვირაში. სენატორმა ჰერი რეიდმა, დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა, რომელიც მიესალმა მაკკონელის გადაწყვეტილებას, განაცხადა, რომ ისრაელის და მსოფლიოს დაცვა ბირთვული იარაღის მქონე ირანისგან მეტისმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პარტიული პოლიტიკური თამაშებისთვის იქნეს გამოყენებული. ბევრი დემოკრატი უჭერს მხარს კანონპროექტს, რომელსაც ირანის ბირთვული ხელშეკრულების განხილვის 2015 წლის აქტი ჰქვია, მაგრამ სჭირდებათ დრო, რათა მხარდაჭერა გაძლიერდეს ორივე პარტიისგან. თეთრმა სახლმა კონგრესს თხოვა, გადადოს ასეთი ქმედებები, სანამ ირანსა და მსოფლიოს ექვს ქვეყანას შორის მოლაპარაკება გრძელდება.

XS
SM
MD
LG