Accessibility links

ალექსეი ნავალნი საპატიმროდან გამოვიდა


რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი გამოუშვეს მოსკოვის პირველი საპატიმროდან, სადაც მან 15 დღე დაჰყო. ხანმოკლე თავისუფლების აღკვეთა მას მიუსაჯეს მიტინგის გამართვის დადგენილი წესის დარღვევის გამო. დაკავების და შემდეგ დაპატიმრების მიზეზი იყო ნავალნის და მისი მომხრეების მიერ მოსკოვის მეტროში პროკლამაციების გავრცელება, რომელზეც, პირველი მარტის ანტიკრიზისული მსვლელობისკენ მოუწოდებდნენ ხალხს. ნავალნიმ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და თქვა, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა ოპოზიციის მოქმედებას არ შეცვლის. მან თავის ბლოგში დაწერა, რომ ნემცოვი მთავრობის ან მთავრობის მომხრე ორგანიზაციის სპეცსამსახურმა მოკლა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობის ბრძანებით.

XS
SM
MD
LG