Accessibility links

ნემცოვის მკვლელობის მოწმეს ემუქრებიან


უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა განკარგულება გასცა, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაცული იქნეს ანა დურიცკაისა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დურიცკაია მთავარი მოწმეა რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობისა. მან წინა დღით მიმართა მილიციას უკრაინაში, რომ მას უცნობი პირები ურეკავენ და ემუქრებიან. უკრაინაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით.დურიცკაის ახლა დაცვის ქვეშაა. ის ბორის ნემცოვთან ერთად იყო, როცა მოსკოვში, რუსეთის ყოფილი პრემიერი უცნობმა პირმა პისტოლეტით მოკლა. დურიცკაიამ განაცხადა, რომ არ დაუნახავს მკვლელის სახე. მან თავდასხმა ეჭვიანობის ნიადაგზე გამორიცხა.

XS
SM
MD
LG