Accessibility links

logo-print

ეუთოს საგანგებო წარმომადგენლმა კონსულტაცები გამართა თბილისში, სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც 17-18 მარტს უნდა გაიმართოს, თანათავმჯდომარეებმა გამართეს კონსულტაციები მონაწილეებთან, თბილისის, სოხუმის და ცხინვალის, ასევე მოსკოვის წარმომადგენლებთან. ელჩი ანჯელო გნედინგერი, ეუთოს თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, თებერვლის 16-დან 20 რიცხვამდე სოხუმს, ცხინვალს და თბილისს სტუმრობდა და 5 მარტს მოსკოვში იყო ჩასული. მას ახლდნენ თანათავმჯდომარეები, ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელი, ჰერბერტ ზალბერი და გაეროს წარმომადგენელი, ანტი ტურუნენი. გნედინგერმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის შემდეგი მოლაპარაკება ისეთსავე პრაგმატული სულისკვეთებით წარიმართება, როგორც ეს მოხდა წინა, დეკემბრის შეხვედრის დროს. ელჩი მიესალმა მცირე პროექტების წამოწყებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში, ასევე საჯარო ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. თანათავმჯდომარეები მოგზაურობის დროს ეწვივნენ გალის რაიონის სკოლებს და შეხვდნენ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას, წითელ ჯვარს და გაეროს, ასევე დიპლომატიური მისიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG