Accessibility links

logo-print

ორი ადამიანი დაშავდა ხარკოვში მანქანის აფეთქებისას


უკრაინის პოლიციის სპეციალური რაზმის მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც კიევის მთავრობის ერთგული დარჩა, და მისი ცოლი, დაშავდნენ აფეთქების შედეგად, რომელიც ანდრეი იანგოლენკოს მანქანის ქვეშ მოხდა. პოლიციამ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ იანგოლენკო და მისი ცოლი საავადმყოფოში მოათავსეს ნაკვეთი ჭრილობებით. იანგოლენკო მეთაურობდა სლობოჟანშჩიას, პოლიციის ბატალიონს, რომლის წევრებმა უარი თქვეს 2014 წელს ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ გამოსვლების ჩახშობაში. შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, არსენ ავაკოვმა, ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომ ხელისუფლება მომხდარს სავარაუდო ტერაქტად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG