Accessibility links

logo-print

ნემცოვის მკვლელობის ფაქტზე ორი ეჭვმიტანილი დააკავეს


რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. ალექსანდრ ბორტნიკოვის თქმით, მან სახელმწიფოს მეთაურს უკვე მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან კავკასიის რეგიონში მცხოვრები ანზორ კუბაშევი და ზაურ დადაევი. 55 წლის ბორის ნემცოვი, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, კრემლთან ახლომდებარე ხიდზე 27 თებერვალს მოკლეს.

XS
SM
MD
LG