Accessibility links

ბაქოში ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას პატიმრობის ვადა 2 თვით გაუგრძელეს


ბაქოს სასამართლომ 24 მაისამდე გაუგრძელა პატიმრობის ვადა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობდა და თანამშრომლობდა რადიო თავისუფლებასთან. სწორედ რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს საქმიანობის შემდგომი გამოძიების აუცილებლობით ახსნა სასამართლომ პატიმრობის გახანგრძლივების გადაწყვეტილება. 13 თებერვალს პროკურატურამ ისმაილოვას ახალი ბრალდებები წაუყენა. კერძოდ, გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება, არალეგალური სამეწარმეო საქმიანობა და სამსახურებრივი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობა. სასამართლო სხდომაზე ჟურნალისტმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს შეთითხნილი უწოდა.

XS
SM
MD
LG