Accessibility links

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რიგაში უკრაინაში ისაუბრებენ


უკრაინაში შექმნილი კრიზისი იქნება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც 7 მარტს რიგაში მიმდინარეობს. კავშირის 28 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები რიგაში იკრიბებიან იმ დროს, როდესაც ურთიერთობა უკიდურესად არის გაუარესებული ევროკავშირსა და მოსკოვს შორის, რომელიც პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებს ეხმარება. რიგაში კერძოდ ისაუბრებენ მინსკში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე. 6 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი სატელეფონო საუბარის დროს აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოსა და ევროკავშირის 1000-მდე დამკვირვებლის გაგზავნაზე შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG