Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი დარწმუნებულია, რომ „ისლამისტური სახელმწიფო“ თიქრიტში დამარცხდება


ამერიკელი მაღალი რანგის გენერალი დარწმუნებულია, რომ ირანის მხარდაჭერილი შიიტთა სახალხო ლაშქარი და ერაყის სამთავრობო ჯარების გაერთიანებული ძალები დაამარცხებენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებს, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ თიქრიტს აკონტროლებენ. ამერიკის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა მარტინ დემპსიმ ამის თაობაზე 7 მარტს, ერაყში გამგზავრების წინ ისაუბრა. გენერლის თქმით, თიქრიტში 23 ათას კაციან გაერთიანებულ ძალებს რამდენიმე ასეული შეიარაღებული ექსტრემისტი უპირისპირდება. ამასთან ამერიკელი გენერალი ფრთხილობს, რომ სამხედრო წარმატებას არ ექნება ფასი, თუ მეტწილად სუნიტებით დასახლებული თიქრიტი არ მიიღებს ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებას შიიტების უმრავლესობით დაკომპლექტებული ერაყის მთავრობისაგან.

XS
SM
MD
LG