Accessibility links

უმრავლესობა არასერიოზულს უწოდებს პრეზიდენტის თანაშემწის მოთხოვნას


„ვადებზე ლაპარაკი, რომ მთავრობამ სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რიცხვამდე წარმოადგინოს, არასერიოზული მიდგომა მგონია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ამ გეგმის წარმოდგენა მთავრობას პარასკევს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა შეახსენა და დასძინა, რომ საქართველოს მთავრობას სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა ჯერ კიდევ 5 მარტს უნდა წარმოედგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც გამოეხმაურება და განაცხადა, რომ ის ანგარიშვალდებული მთავრობის წინაშეა, ხოლო მთავრობას მან ეს გეგმა უკვე წარუდგინა.

XS
SM
MD
LG