Accessibility links

logo-print

ფედერიკა მოგერინი: აუცილებელია რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილება


ევროკავშირი რეალისტურად არის განწყობილი რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკისადმი, თუმცა დაჟინებით მოითხოვს დიალოგსა და თანამშრომლობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონფრონტაცია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ამის თაობაზე რიგაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარასკევს შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის შემოიღოს ახალი სანქციები აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების და მათი მხარდამჭერი რუსეთისა იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიმართ. თუმცა, მთავარ პრიორიტეტად მაღალი რანგის ევროპელმა დიპლომატმა კონფლიქტის ზონაში მშვიდობის მხარდასაჭერი საქმიანობა დაასახელა.

XS
SM
MD
LG