Accessibility links

logo-print

დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე მმართველი ფრაქციიდან გარიცხეს


აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე გარიცხეს. გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მედიისთვის დახურული იყო. "ქართული ოცნების" რიგებიდან ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვას ფრაქციის ხელმძღვანელი დეპუტატის მხრიდან ფრაქციული დისციპლინის დარღვევასა და ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. თავად გარიცხული დეპუტატი ფუტკარაძე ამბობს, რომ ფრაქცია საიდუმლოდ შეიკრიბა და მომხდარს საკუთარი კანდიდატურის ვიცე-სპიკერის პოსტზე წარდგენას უკავშირებს.

XS
SM
MD
LG