Accessibility links

აშშ-ში ორი ქართველი კურსანტი დაღუპვის დეტალებს საელჩო სწავლობს


აშშ-ში საქართველოს საელჩო ორი ქართველი სამხედრო კურსანტის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალებს სწავლობს. "ამერიკაში საქართველოს კონსული და სამხედრო ატაშე იმ ადგილას მიემართებიან, სადაც დღეს ავტოავარიაში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. გავრცელებული ინფორმაციით ორი ქართველი სამხედრო კურსანტი გამთენიისას, ნიუ-ჯერსისთან ავტოავარიაში დაიღუპა

XS
SM
MD
LG