Accessibility links

logo-print

8 მარტს საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ესტუმრება


ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი 8 მარტს ესტუმრება საქართველოს. სტუმარი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საუბრის თემა იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შექმნილი ვითარება. ძანიერი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს ცხინვალის რეგიონში და შეხვდება დევნილებს. ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი 11 მარტამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG