Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდა აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების ვინაობა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამენ აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის გარდაცვალების გამო. კურსანტები ბესარიონ გორჯოლაძე და სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში ავტოავარიაში დაიღუპნენ. "ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის და უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი სოსო მაკარიძე 2011 წლიდან, ხოლო რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე 2013 წლიდან სწავლობდნენ აშშ-ის თავდაცვის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში.

XS
SM
MD
LG