Accessibility links

logo-print

ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს ესტუმრება


ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი 8 მარტს ესტუმრება საქართველოს. სტუმარი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საუბრის თემა იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შექმნილი ვითარება. ძანიერი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს ცხინვალის რეგიონში და სამაჩაბლოდან დევნილთა დასახლებებს დაათვალიერებს. ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი 11 მარტამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG