Accessibility links

„ბოკო ჰარამი“ რადიკალურ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ უერთდება


რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“, რომელიც ცნობილია ტრეტორისტული საქმიანობით ნიგერიასა და მის მეზობელ კამერუნში, ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურის სახელმწიფოს“ უერთდება. ამის თაობაზე საუბარია არაბულ ენაზე გაკეთებულ მიმართვაში, რომელიც ტვიტერის საშუალებით „ბოკო ჰარამის“ ლიდერმა აბუბაქარ შეკაიმ გაავრცელა. მიმართვაში აღნიშულია, რომ "ბოკო ჰარამი" ისლამური სახელმწიფოს უსიტყვო მორჩილებაში გადადის. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღვოდა „ბოკო ჰარამის“ მიერ განხორციელებული ტერაქტების სერია ჩრდილოეთ ნიგერიის ქალაქ მაიდუგურიში, რასაც 54 ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG