Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა ანგარიში ერთი წლის წინ გაუჩინარებული „ბოინგ 777“-ის შესახებ


გამოქვეყნდა მალაიზიის ხელისუფლების პირველი ყოვლისმომცველელი ანგარიში, რომელიც ერთი წლის წინ გაუჩინარებული თვითმფრინავის „ბოინგ 777“-ის კატასტროფას შეეხება. ანგარიშში ნათქვამია, რომ კატასტროფის მომენტამდე ჯერ კიდევ ერთი წლის ვადაგასული ყოფილა რადიოგადამცემის ბატარეა, რომელსაც დაღუპვის ადგილიდან სიგნალები უნდა მიეწოდებინა მაშველებისათვის. ამის გამო უშედეგო აღმოჩნდა მაშველთა ძალისხმევა, ეპოვნათ თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი. რეისი MH370, რომელიც კუალა ლუმპურიდან პეკინისკენ მიფრინავდა, გასული წლის 8 მარტს გაუჩინარდა. დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება მასზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი, სულ 239 კაცი.

XS
SM
MD
LG