Accessibility links

logo-print

დაპატიმრებულია ბორის ნემცოვის მკვლელობაში მონაწილე 5 პირი


მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 28 აპრილამდე მიუსაჯა პატიმრობა ბორის ნემცოვის მკვლელობისათვის ბრალდებულ ორ პირს. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მოსამართლემ განაცხადა, რომ ზაურ დადაევმა ბრალი აღიარა, ხოლო ანზორ გუბაშევი კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. კიდევ სამი ეჭვმიტანილი საპატიმროში მაისამდე დარჩება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე სულ ბრალდებულია ხუთი პირი. მათ შორს ჩეჩნეთის მილიციის ქვედანაყოფ „სევერის“ მეთაური ზაურ დადაევი, მოსკოვის ერთ-ერთი კერძო დაცვის წევრი ანზორ გუბაშევი, მისი უმცროსი ძმა შაგიდ გუბაშევი და ასევე ტამერლან ესკერხანოვი და ჰამზატ ბახაევი. პარასკევს გავრცელდა ცნობა, რომ კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა თავი აიფეთქა გროზნოში მისი დაკავების დროს.

XS
SM
MD
LG