Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადელი ჯარისკაცი ერაყში შეცდომით მოკლეს


ქურთთა სამხედრო ორგანიზაცია ფეშმერგას ცნობით, კანადელი ჯარისკაცი მოკავშირეთა მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად დაიღუპა. სერჟანტი ენდრიუ ჯოზეფ დოირონი და სხვა ჯარისკაცები არ დაემორჩილნენ გაფრთხილებას, ხოლო ქურთ მებრძოლთა დაძახილზე, კი პასუხი არაბულად გასცეს, რასაც მის მიმართ სროლა მოჰყვა. ქურთ მებრძოლთა წარმომადგენლობის თქმით, უცნობია, თუ რა მიზეზით აღმოჩნდნენ კანადელი ჯარისკაცები ფრონტისპირა სოფელ ბაშიკში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ერაყის ჩრდილოეთში 70-კაციანი კანადური სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება, ხოლო კანადის 6 სამხედრო თვითმფრინავი ღებულობს „ისლამისტური სახელმწიფოს“ პოზიციებზე საავიაციო იერიშში მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG