Accessibility links

ირანის სასულიერო ლიდერი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა


ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა მისი ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ. როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ კადრებზე ჩანს, ხამენეი 8 მარტს გარემოსდაცვითი სამსახურების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შეხვედრა თეირანის ცენტრში მდებარე რეზიდენციაში გაიმართა. 75 წლის სასულიერო ლიდერი ჯანმრთელად და კარგად გამოიყურებოდა, თუმცა უცნობია ამ კადრების გადაღების თარიღი. უცხოურმა ვებსაიტებმა და საინფორმაციო საშუალებებმა კვირის განმავლობაში გაავრცელეს ცნობები, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი აიათოლა ალი ხამენეის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე. ხამენეი, რომელიც ყველაზე გავლენიანი ადამიანია ირანში, 1989 წლიდან არის ქვეყნის უზენაესი ლიდერი. მან გასული წლის სექტემბერში რამდენიმე კვირა დაჰყო საავადმყოფოში, სადაც ხამენეის პროსტატაზე ოპერაცია გაუკეთდა.

XS
SM
MD
LG