Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა და დონალდ ტუსკი უკრაინაზე იმსჯელებენ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 9 მარტს ვაშინგტონში შეხვდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს. დღის წესრიგის მთავარ საკითხთა შორის არის ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში. 8 მარტს უკრაინის აღმოსავლეთში სპეცოპერაციის შტაბის პრეს-მდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში ერთი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს და სამი დაჭრეს. ლისენკომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმების შემდეგ, ზოგადად მნიშვნელოვნად იკლო სეპარატისტების მხრიდან იერიშების ინტენსიურობამ, თუმცა, უკრაინის არმიის პოზიციები მაინც არის მათი ცეცხლის სამიზნე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 7 მარტს განაცხადეს, რომ ისინი კიდევ დააცდიან ცეცხლის შეწყვეტის მყიფე მდგომარეობას, ვიდრე გადაწყვიტავენ დააწესონ, თუ არა დამატებითი სანქციები, ან გააგრძელონ უკვე მოქმედი სანქციები.

XS
SM
MD
LG