Accessibility links

logo-print

რუსეთში ორ პირს წაუყენეს ბრალი ნემცოვის მკვლელობაში


რუსეთში ორ კაცს წაუყენეს ბრალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობაში. სულ სასამართლოს წინაშე ამ საქმეში ხუთი ეჭვმიტანილი წარდგა. ბასმანის სასამართლოს პრესმდივანის, ანა ფადეევას განცხადებით, ზაურ დადაევს და ანზორ გუბაშოვს „ბორის ნემცოვის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, დანარჩენი სამი პირი კი ეჭვმიტანილად რჩება“. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებში ვრცელდება მოსამართლის, ნატალია მუშნიკოვას სიტყვები, რომ დადაევმა გამომძიებლებთან აღიარა მკვლელობაში მონაწილეობა. სასამართლოს ბრძანებით, ხუთივე მამაკაცს - რომლებიც ჩრდილოკავკასიიდან არიან - 28 აპრილამდე დატოვებენ პატიმრობაში. ნემცოვი 27 თებერვალს მოკლეს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მეგობარ ქალთან ერთად სეირნობის დროს.

XS
SM
MD
LG