Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა მსახიობი ოთარ კობერიძე


გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ კობერიძე. მას წელს დეკემბერში 91 წელი შეუსრულდებოდა. ოთარ კობერიძემ 1948 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, იყო სოხუმის დრამატული თეატრის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი და რეჟისორი. ოთარ კობერიძეს შესრულებული ჰქონდა 50-ზე მეტი როლი, მათ შორის ფილმებში - „სხვისი შვილები,“ „ბაში აჩუკი“ და „დათა თუთაშხია.“ ბევრ ფილმში ოთარ კობერიძეს პარტნიორობას უწევდა მეუღლე, ცნობილი მსახიობი ლია ელიავა, რომელიც 1998 წელს გარდაიცვალა. ოთარ კობერიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს კულტურის სამინისტრომ.

XS
SM
MD
LG