Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი იკვლევს ცნობებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ანადგურებს მესამე ანტიკურ ობიექტს


ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარეობს კვლევა იმ ცნობების ირგვლივ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა 8 მარტს იერიში მიიტანეს ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ანტიკურ არქეოლოგიურ ობიექტზე, ხორსაბადზე. ბოლო ხანებში ეს უკვე მესამე თავდასხმა იქნება, რომელსაც ექსტრემისტები ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე ახორციელებენ. ტურიზმის და სიძველეების მინისტრის, ადელ შირშაბის თქმით, არსებობს შეშფოთება, რომ ექსტრემისტები ობიექტს მნიშვნელოვნად დააზიანებენ და მას გაძარცვავენ. ხორსაბადი 15 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ მოსულს, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები აკონტროლებენ. ექსტრემისტებმა უკვე გაძარცვეს და დააზიანეს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული ორი ობიექტი, ნიმრუდი და ჰატრა.

XS
SM
MD
LG