Accessibility links

სამი პირი დააკავეს ტაჯიკი ოპოზიციონერის მკვლელობის საქმეზე


თურქეთის მედიის ცნობით, დაკავებულია სამი ტაჯიკი კაცი, რომლებიც ტაჯიკი ოპოზიციონერის, უმარალი ყუვატოვის მკვლელობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. ყუვატოვი 5 მარტს, სტამბოლში მოკლეს, ცეცხლსასროლი იარაღით. ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაემთხვა ყუვატოვის დაკრძალვის დღეს. ყუვატოვს ერთ დროს ახლო ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან, თუმცა შემდეგ მის ოპონენტად იქცა. დუშანბეში ყუვატოვის მიმართ საქმე იყო აღძრული ფინანსური მაქინაციების თაობაზე, თავად ყუვატოვი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. მის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილთაგან ერთ-ერთია სულაიმონ ქაუმოვი, რომელმაც მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ყუვატოვს, ოჯახთან ერთად, სადილზე უმასპინძლა.

XS
SM
MD
LG