Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში დაპატიმრებული აქტივისტი შიშობს, რომ ოჯახის წევრებს ვეღარ ნახავს


აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველი აქტივისტი, ლეილა იუნუსი შიშობს, რომ ვეღარასოდეს ნახავს თავის ქმარს და ქალიშვილს. წერილში, რომელიც მან თავის მეუღლეს, ასევე წინასწარ პატიმრობაში მყოფ არიფ იუნუსს გაუგზავნა, ლეილა იუნუსი ამბობს: „ძალიან მაშინებს ის, რომ ერთად აღარ ვიქნებითო“. ლეილა და არიფ იუნუსები გასულ ზაფხულში დააპატიმრეს და ბრალად დასდეს სახელმწიფო ღალატი და სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა. ისინი ბრალდებებს უარყოფენ და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. წერილში, რომელიც საჯაროდ 7 მარტს გამოქვეყნდა, 59 წლის იუნუსი საკუთარ თავს და მის ქმარს ადარებს ალექსანდრ სოლჟენიცინს და ვარლამ შალამოვს, რომლებმაც ციხის ბანაკებში წლები გაატარეს და შემდეგ თავიანთი გამოცდილების შესახებ წერდნენ. მაგრამ, დასძენს იუნუსი, ეს ავტორები 30 წლისაც არ იყვნენ როცა დააპატიმრესო. იუნუსი ამბობს, რომ მას და მის ქმარს წელს „საცირკო სანახაობად ქცეულ პროცესებზე“ გაასამართლებენ და 10-15 წლით მიუსჯიან პატიმრობას. „ჩემო ძვირფასო არიფ! ჩვენ უკვე 37 წელია ერთად ვართ. ძალიან რთულია უშენობა. მაგრამ ახლა უკვე ისტორიაში შევედითო“ - წერს ლეილა იუნუსი.

XS
SM
MD
LG